რუსთავში ათასწლეულების ფონდისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში მე-4 , 28-ე და მე-15 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა,თუმცა როგორც ქრონიკას №15-ე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელმა აცნობა , შესაძლოა, მე-15 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი უწყების მიერ დათქმულ თარიღში არ დაიწყოს.
,,გამარჯობათ,მე ვარ მე-15 საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი.წინა წელს ჩვენს სკოლაში იყო რემონტი.ამ წელს სექტემბერში უნდა გაგვეგრძელებინა სწავლა უკვე მე-15 სკოლაში,აღმოჩნდა რომ ისევ სხვა სკოლაში უნდა ვატაროთ ბავშვები, რაც ძალიან გვიჭირს. მშობლებს გვაინტერესებს რატო გაიწელა ასე სამუშაოები“-განაცხადა მშბელმა TV-თან საუბარში.
TV4 საკითხთან დაკავშირებით №15 საჯარო სკოლის დირექტორს დაუკავშირდა. როგორც ბელა მარტიაშვილმა განაცხადა, გადაწყვეტილება ამის შესახებ ჯერ-ჯერობით მიღებული არ არის.
“ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს. კორპუსის რეაბილიტაცია დათქმულ დროს ესწრება, თუმცა არის გზის პრობლემა და ვფიქრობ, გზა თუ არ მოწესრიგდა, უხერხული იქნება. გადაწყვეტილებას სამინისტროსთან შეთანხმებით მივიღებ და ხვალ მეცოდინება, სწავლას №25 საჯარო სკოლაში დავიწყებთ, თუ გადავდებ 1 ოქტომბრამდე და დავიწყებთ ჩვენს სკოლაში”- განაცხადა №15 საჯარო სკოლის დირექტორმა
,,ქრონიკის” ინფორმაციით სკოლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტმა განახორციელა, ხოლო გზა,რომელზეც დირექტორი საუბრობს, სკოლის შიდა ეზოს მოიცავს. დირექტორის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, სკოლის შიდა ეზოს გზა მცირედით დაზიანდა, სამინისტროსთან შეთანხმებით კი აღნიშნული მონაკვეთის მოხრეშვა უახლოეს დღოში მოხდება.