რა მისამართებზე შეიზღუდება წყალმომარაგება?!

კომპანია “რუსთავის წყლის” განცხადებით, ქალაქ რუსთავში, გაგარინის ქ. N 2ა-თან, მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, აღდგენითი სამუშაოები ღამით განხორციელდება.
აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, 21 სექტემბერს 23:55-დან 22 სექტემბრის, დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
რუსთავის მარცხენა სანაპიროს და ჭყონდიდელის დასახლებას.