რა მოხდა საცურაო აუზ “თოლიაში” (+ფოტოები)

რუსთავში საცურაო აუზ “თოლიას” რეაბილიტაციის დროს მძიმე ტექნიკა ამოტრიალდა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც აუზის სახურავზე დემონტაჟის სამუშაოები ტარდებოდა. შემთხვევის შედეგად დამტვრეულია შენობის ფანჯრები, დაზიანებულია გარე ფასადი.

მთლიანად დაზიანებულია მძიმე ტექნიკაც. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე საპატრულო და სამაშველო ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული.

საცურაო აუზის დირექტორის თქმით, მათ მძიმე ტექნიკა ერთ-ერთი კერძო კომპანიისგან ჰქონდათ დაქირავებული.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება