2008 წლის აგვისტოს, რუსეთ საქართველოს ომის გმირის კახაბერ თავგორაშვილის სახელობის სკვერში დასასვენებელი სკამები დამონტაჟდება.
ამ დროისთვის სკვერში კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.სკვერში, უკვე დაიყარა ხრეში, ასევე მოეწყო სკვერის მიმდებარე ტერიტორიაც. სამუშაოებს „რუსთავსერვის ცენტრი“ ასრულებს. „რუსთავსერვის ცენტრში“ აცხადებენ, რომ თავგორაშვილის სახელობის სკვერში დასასვენებელი ზონაც მოეწყობა.
იგეგმება სკამებისა და გარე განათების მონტაჟი.
სამუშაოები სავარაუდოდ მომავალ კვირაში დასრულდება.