რუსთაველი მოჭადრაკეები ბათუმში საქართველოს რეგიონულ ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

რუსთავიდან ტურნირზე რვა მოჭადრაკე იასპარეზებს

 

რუსთაველი მოჭადრაკეები ბათუმში საქართველოს რეგიონულ ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

ტურნირი 28 სექტემბრს აიღებს სტარტს და 30 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. რუსთავიდან ჩემპიონატში სულ 8 მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი ტარდება,  როგორც გოგონებს, ასევე ვაჟებს შორის.

როგორც ცნობილია ბათუმში ჭადრაკში მსოფლიო ოლიმპიადა ტარდება. რუსთაველ მოჭადრაკეებს შესაძლებლობა ექნებათ, ქვეყნის კიდევ თორმეტ გუნდთან ერთად , იმ დარბაზებში ჩაატარონ თამაშები, სადაც მსოფლიოს გამოცდილი მოჭადრაკეები გამოვლენ.