რუსთავის მერიისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობით რუსთავში დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ფორუმში 20-ზე მეტი კომპანია იღებდა მონაწილეობას, რომლებმაც მოქმედი სამუშაო ადგილები წარმოადგინეს. ფორუმზე წარდგენილი 1000-ზე მეტი ვაკანტური პოზიცია სამშენებლო, მომსახურების, გაყიდვების, ტურიზმის სფეროს მოიცავდა.მასშტაბური ფორუმამდე, რომელიც წელს პირველად ჩატარდა შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში დარეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს დაეგზავნათ შეტყობინება. სამუშაოს მაძიებლებმა ადგილზე შეავსეს განაცხადები და დამსაქმებლებს პირადად გაესაუბრნენ.ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ რუსთავის მერი და სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი, რომლებმაც ფორუმის მონაწილეებს იმ შესაძლებლობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რასაც დასაქმების ფორუმი მოიცავს. რუსთავის დასაქმების ფორუმი რუსთავქალაქობა 2018 -ის ფარგლებში ჩატარდა.