რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, კარტინგების ტრასაზე „ბიზნეს ლიგა“ ჩატარდა.

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, კარტინგების ტრასაზე „ბიზნეს ლიგა“ ჩატარდა. ჩემპიონატში მონაწილეობას 12 მრბოლელი იღებდა. შეჯიბრება საკმაოდ სანახაობრივი იყო და პირველ ადგილზე გასულმა მრბოლელმა ფინიშამდე მიღწევა რეკორდულ დროში მოახერხა. ლიგა რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ორგანიზებით მიმდინარეობდა. შეჯიბრების დასასრულების შემდეგ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.