რუსთავში ბაიკერები დაჭრეს

რუსთავში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბაიკერები დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორმა პირმა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიიღო. დაშავებულები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძმე დაზიანებას გულისხმობს.