რუსთავში სუპერმარკეტი გაქურდეს (+ფოტო)

წაღებულია ფულადი თანხა

რუსთავში სუპერმარკეტი გაქურდეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მე-15 მკ/რ-ში მდებარე მაღაზია “ორი ნაბიჯი”-დან წაღებულია ფულადი თანხა.
ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით მიმდიანრეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, უკვე დადგენილია დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის ვინაობა. ამ დროისთვის მიმდინარეობს პირის დაკავებისთვის ინტენსიური მოქმედებები.