რუსთავქალაქობა 2018–ის ფარგლებში, ხვალ რუსთავის პარკი ეთნოფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიების მთავარი ეპიცენტრი პარკში, რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორია იქნება. ფესტივალის ორგანიზატორები რუსთაველებს და რუსთავის სტუმრებს წარსულში ამოგზაურებენ, გაცოცხლდება ძველი ბოსტანქალაქის ფრაგმენტები. ღონისძიება დატვირთული იქნება მუსიკალური და ქორეოგრაფიული ელემენტებითაც. პროგრამა ყველა ასაკის მაყურებელზე არის გათვლილი. მოეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშების, ყველის, ღვინისა და ქართული სამზარეულოს გამოფენაც. ორგანიზატორები რუსთავის პარკში მისულ სტუმრებს შთამბეჭდავ შოუ–პროგრამას სთავაზობენ. ეთნოფესტივალი რუსთავის კულტურის ცენტრის ორგანზიებით ტარდება. ეთნოფესტი ხვალ, რუსთავის პარკში 15:00 საათზე გაიხსნება.