ახალგაზრდა იურისტთა საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. საია წინასაარჩევნო პერიოდს ცენტრალური და რეგიონული ოფისის საშუალებით ქვეყნის სხვა და სხვა რეგიონში, მათ შორის ქვემო ქართლშიც აკვირდება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა დღეს შეხვედრა რეგიონში მომუშავე მედია საშუალებების წარმომადგენლებთან გამართეს. პრეზენტაციაზე საიას წარმომადგენლობამ მონიტორინგის მიზნებისა და ამოცანების შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია მიწოდეს. ჟურნალისტებს საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის საინფორმაციო ბიულეტენიც დაურიგდათ. ანგარიშში ის დარღვევებია ასახული, რომელიც პირველი აგვისტოდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგის შედეგად არის გამოვლენილი. საიას მიერ საოლქო საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების შესწავლის შედეგად ირკვევა და იკვეთება, სავარაუდო ნათესაური კავშირები და პოლიტიკური პარტიების აქტივისტობის, მხარდაჭერის შემთხვევები. ხუთ შემთხვევაში საოლქო და საუბნო კომისიებში არჩეული პირების „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის ფაქტებია გამოვლენილი რუსთავის, ჭიათურის, მარტვილის, ზუგდიდისა და წყალტუბოს შემთხვევაში.როგორც საიას მიერ არის განმარტებული, ორგანიზაცია წლების განმავლობაში აკვირდება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესს და საუბრობს ამ პროცესის დროს გამოვლენილ ხარვეზებზე, რის შემდეგაც რეკომენდაციებს გასცემს.
სავარაუდო ნათესაური კავშირები და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის შემთხვევები რუსთავის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში–საიას ანგარიში
ახალგაზრდა იურისტთა საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.