საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველ კონკურსანტთა რეგისტრაცია დასრულდა

საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველ კონკურსანტთა რეგისტრაციის ვადა ამოიწურა-ამის შესახებ ცესკოს პრესპიკერმა ანა მიქელაძემ  ბრიფინგზე განაცხადა. პრესპიკერის ინფორმაციით ცესკომ , მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირებულობის მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიებთან ერთად კამპანია სოციალური ქსელების საშუალებითაც აწარმოა .  როგორც  რუსთავის მეოცე  საოლქო საარჩევნო კომისიაში ქრონიკას განუცხადეს რუსთავში სულ 878 განაცხადი შევიდა, რომლებიც 84 საარჩევნო უბნის  504 ვაკანტურ ადგილზე უნდა შეირჩეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართება 8 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო 13 სექტემბრიდან  უფლებამოსილი  4 საპარლამენტო პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნა დაიწყება.