საფეხბურთო კლუბმა ,,რუსთავმა” ბოლნისის ,,სიონი” დაამარცხა

საფეხბურთო კლუბმა „რუსთავმა” ბოლნისის „სიონი” აშკარა უპირატესობით 4:0 დაამარცხა . ეროვნული ლიგის 23-ე მატჩი მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე ჩატარდა.

შეხვედრაზე პირველი გოლი 26 წუთზე გავიდა.შეხვედრის საბოლოო ანგარიში 64–ე წუთზე დაფიქსირდა.გამარჯვების შედეგად რუსთავმა სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილას გადაინაცვლა ხოლო  ,,სიონი”  კვლავ მერვე ადგილს იკავებს .

შეგახსენებთ, მატჩის ჩატარება ქალაქ ბოლნისში თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე იგეგმებოდა თუმცა ფეხბურთის ფედერაციამ კლუბს სტადიონზე თამაშის ნებართვა  არ მისცა .