რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ სექსი და სექსუალურობა ღვთის საჩუქარია. რომის პაპის თქმით, სექსზე ტაბუ არ უნდა იყოს, ის “ღვთისგან ბოძებული საჩუქარია”.
“სექსი ღვთისგან ბოძებული საჩუქარია. არანაირი ტაბუ. სექსი სიყვარული და ახალი სიცოცხლის დაბადებაა. როდესაც ქალსა და კაცს შორის ვნებიანი სიყვარულია, ეს მათ უკვდავებას ანიჭებს”, – თქვა რომის პაპმა.
რომის პაპის განცხადებით, კაცსა და ქალს შორის ურთიერთობას ორი მიზანი აქვს: უყვარდეთ ერთმანეთი და ახალი სიცოცხლე შექმნან.
რომის პაპმა ამის შესახებ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე განაცხადა