სკოლის დირექტორის ინფორმაციით , მშობელი რომელსაც ნეკნების მოტეხილობა აქვს მერხიდან გადმოვარდა

მე-7 სკოლის დირექტორი, ლიანა ჯღარკავა მე-5 კლასისი მშობლის მეორე სართულიდან გადმოვარდნას არ ადასტურებს და აღნიშნავს , რომ მშობელი საკლასო ოთახში ფარდებს კიდებდა რა დროსაც მერხიდან გადმოვარდა : „ კლასისი ხელმძღვანელის ინფორმაციით, მშობელი ფარდას კიდებდა , რა დროსაც მერხზე ფეხი აუცდა და გადმოვარდა , რის შედეგადაც ტრამვა მიიღო , სავარაუდოდ მერხი იყო დაზიანებული ამ ეტაპზე მეტი ინფორმაცია არ მაქვს „- აცხადებს ლიანა ჯღარკავა .
შეგახსენებთ , მე-5 კლასისი მშობელი გუშინ საღამოს გადმოვარდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა ,გადმოვარდნის შედეგად მშობელს, ნეკლების მოტეხილობა და დაჟეჟილობები აღენიშნება , ამ დროისთვის დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია .