სოფელ ფოლადაურში ფესტივალი ,,One Caucasus” მიმდინარეობს

პროგრამა და ფესტივალი One Caucasus, 2014 წლიდან, უკვე მეხუთედ გაიმართება ამჯერად უკვე ბოლნისის რაიონის სოფელ ფოლადაურში, კერძოდ ე.წ. სკაუტების ბანაკში. One Caucasus თავს უყრის მუსიკოსებს, ხელოვანებს, არქიტექტორებს, ტრენერებსა და მოხალისეებს მთელი მსოფლიოდან. პროგრამის მისიაა შთამაგონებელი და უსაფრთხო სივრცის შექმნა ახალგაზრდებისთვის სამხრეთ კავკასიიდან.
2018 წლის 1-2 სექტემბერს გაიმართება ფესტივალი, რომელშიც მოიაზრება მუსიკალური კონცერტები და სხვა აქტივობები (ინტერაქტიული გამოფენა, შემოქმედებითი გასეირნება (Art Walk), ინტერდისციპლინური ვორქშოპები). ფესტივალის ფარგლებში აუდიტორია გაეცნობა ფესტივალის საერთაშორისო გუნდის წინა სამუშაოების რეზულტატს, რაც წარმოდგენილი იქნება თანამედროვე, ინოვაციური ინსტალაციებით, გამოფენებითა და სხვა ხერხებით.
მუსიკალური კონცერტების ფარგლებში ფესტივალი უმასპინძლებს საუკეთესო მუსიკოსებს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, სენეგალიდან და სხვა ქვეყნებიდან. მუსიკოსები არა მხოლოდ საკუთარ რეპერტუარს წარმოადგენენ საკონცერტო სცენაზე, არამედ, ასევე, მათ ექნებათ შესაძლებლობა ითანამშრობლონ სხვა მუსიკოსებთან და ფესტივალზე წარმოადგინონ ახალი საერთაშორისო მუსიკალური პროექტები.
ფესტივალს ადგილობრივი და სამხარეოა ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან. ქვემო ქართლის ახალმა გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმამართა :

“მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, მივესალმები ჩვენს ახალგაზრდებს.
მოხარული ვარ, რომ ქვემო ქართლის რეგიონი, წელს უკვე მეხუთედ, ტრადიციულად, სამი მეზობელი კულტურის გადაკვეთაზე, მასპინძლობს საერთაშორისო დონის ფესტივალს – ,,ერთიანი კავკასია“. ( საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი).

წელს, ბოლნისი აერთიანებს საუკეთესო მუსიკოსებს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, სენეგალიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ირანიდან. მისასალმებებლია, რომ თქვენ, ახალგაზრდა შემსრულებლები, საკუთარ ქვეყანას და შემოქმედებას თავისუფალ გარემოში წარმოაჩენთ, ქმნით ახალ საერთაშორისო მუსკალურ პროექტებს და ერთობლივი ძალისხმევით, კიდევ უფრო მეტად, უწყობთ ხელს ჩვენს რეგიონში არსებული მულტიკულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და ინტეგრაციის პროცესს.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ ფესტივალის ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და მოხალისეებს. ამ წლების განმავლობაში დიდი წვლილი შეიტანეთ სხვადასხვა ქვეყნის, პროფესიისა და შეხედულებების მქონე ადამიანების დამეგობრებაში. მინდა წარმატებები გისურვოთ და კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ.

ვიმედოვნებ, რომ ქვემო ქართლის რეგიონი მომავალშიც არაერთ მნიშვნელოვან და საერთაშორისო დონის ფესტივალს უმასპინძელებს ღირსეულად.”-აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა

ბესტივალის ტურისტულ პოტენციალზე და მის მნიშნელობაზე ისაუბრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა : “სასიხარულოა რომ წლევანდელი ფესტივალის ლოკაციად ბოლნისი შეირჩა. ჩვენც ვიღებთ ამ შესანისნავ დღესასწაულში თქვენთან ერთად მონაწილეობას .მნიშვნელოვანია,რომ. მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულო მუსიკოსები და მათ აქვთ გარემო მომავალი თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებლად მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგავს ტურისტული კუთხით და ამ ფესტივალიტ კიდევ უფრო მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა ჩამოვიდეს და გაიცნოს ბოლნისი. იმედი გვაქ რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და შევიზენთ გამოცდილებას რომ უფრო დახვეწილი ღონისძიება გვქონდეს მონაწილეობის და დასწრების თვალსაზრისით” .