სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა-27 სექტემბერი ბოლნისში (+ფოტო)

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გადაეცათ. 22 ოჯახს წელს პირად ანგარიშზე 500 ლარი ჩაერიცხა.
სოხუმის დაცემის დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტკივილიანი დღეა. ომი, რომელმაც 15 ათასი ქართველის სიცოცხლე შეიწირა და 300 000 დევნილად აქცია, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა.
სოხუმის დაცემის დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს. 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, 29 სექტემბერს ოჩამჩირე, ხოლო 30 სექტემბერს გალი, რითაც აფხაზეთი სეპარატისტების ხელში გადავიდა.
აფხაზეთის ომში ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან 281 მეომარი იბრძოდა, მათგან 10 ომში გმირულად დაეცა, 14 კი დღემდე დაკარგულად ითვლება.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს.