სპორტული ღონისძიებები – “რუსთავქალაქობა 2018 ” (+ფოტო)

რუსთავქალაქობისკვირეულის დასასრულს ქალაქი სხვადასხვა სპორტული აქტივობებით შეხვდა . ღონისძიებები დილიდან მარათონით დაიწყო , სადაც პროფესიონალ მორბენლები, მოხალისეები და აღმოსავლეთ სარდლობის სამხედრო პირები მონაწილეობდნენ . გარბენის ფარგლებში სამხედრო და სამოქალქო პირებმა ქალაქის ცენტრალური შემოსასვლელიდან აიღეს სტარტი და მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ცენტრალურ მოედანთან დაასრულეს , საერთო ჯამში მონაწილეებმა 5 კილომეტრი გაირბინეს .
გამარჯვებულები გამოვლინდნენ ახალგაზრდებში , არასრულწლოვნებში , სამხედრო პირებსა და ვეტერან მორბენლებს შორის , რომლებსაც საჩუქრად სიგელები , მედლები , თასები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ .
სპორტული ღონისძიებების ფარგლებში რუსთავის ფოლადის სტადიონზე მხიარული სტარტებიც მოეწყო , სადაც ერთმანეთს სხვადასხა შეჯიბრებებში ცურტაველის ქუჩისა და ჭყონდიდელის ერთეულის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ .