სტიქია ბოლნისში-ძლიერმა სეტყვამ მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა (+ფოტო)

7 სექტემბერის საღამოს ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საკარმიდამო ნაკვეთები-ნათესები და მსხმოიარე ვენახი დაზიანდა.

სტიქია ბოლნისში- ძლიერმა წვიმამ, ქარმა და სეტყვამ მუნიციპალიტეტის სოფლები:ქვეში, რატევნი, აკაურთა და დისველი დააზარალა.
7 სექტემბერის საღამოს ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საკარმიდამო ნაკვეთები-ნათესები და მსხმოიარე ვენახი დაზიანდა.
დღეს დილიდან სოფელ ქვეშში, ადგილზე ვითარების შესასწავლად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად იმყოფებოდა.

ერთ-ერთი მაცხოვრებლის ეზოში ქარისა და წვიმის შედეგად ხე წაიქცა, რამაც ღობე დააზიანა. ამ წუთებში გამწვანების სამსახური სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებს. ადგილობრივი თვითმმართველობა, კომპეტენციის ფარგლებში დაზარალებულს დახმარებას აღმოუჩენს.
სეტყვამ სოფელ ქვეშში ერთი მოსახლის საცხოვრებელი სახლის ფანჯრები დაამსხვრია.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში შექმნილია მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც მოქალაქეების განცხადების საფუძველზე, ვითარებას ადგილზე შეისწავლის და შესაბამისი დასვნის საფუძველზე, მერია დაზარალებულ ოჯახებს მატერიალურად დაეხმარება