სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დარღვევები გამოავლინა.

საწარმოო პროცესი 6 ობიექტს შეუჩერდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დარღვევები გამოავლინა.

აგვისტოში საწარმოო პროცესი ქვემო ქართლში ექვს კვების ობიექტს შეუჩრდა. ამის შესახებ Tv4–ს სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსმა მირანგულა ლიპარტელიანმა განუცხადა. მისივე თქმით, გასულ თვეში რეგიონის მასშტაბით, 34 კვების ობიექტში განხორციელდა ინსპექტირება, 33 მათგანში კი სააგენტოს თანამშრომლებმა ნიმუშებისთვის სინჯი აიღეს. 6 ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. მათ შორის არის რესტორნები, საკონდიტრო ობიექტები და ლიმონათის ქარხანა.

სხვადასხვა დარღვევის გამო დაჯარიმდა ათი ბიზნესოპერატორი.