უკანონო ხის მოჭრის ფაქტი -მესხიშვილის ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებელმა მარადმწვანე ნაძვი თვითნებურად მოჭრა (+ფოტო)

რუსთავში მესხიშვილის #4-ის შიდა ეზოში უკანონო ხის მოჭრის ფაქტი დაფიქსირდა. მოჭრილი მარადმწვანე ნაძვის ფოტო-მასალა tv4-ს გვერდის მომხმარებელმა მიაწოდა. მოსახლეობის თქმით, მეზობელმა ხე ღამის საათებში მოჭრა.

TV4 საკითხთან დაკავშირებით ,,რუსთავისსერვისცენტრს” დაუკავშირდა. როგორც სამსახურში აცხადებენ, ხის მოჭრის სამუშაოებს რუსთავსერვისცენტრი კორპუსის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე ახორციელებს,რომელშიც მოსახლეობის ხელმოწერები და თანხმობა უნდა იყოს დაფიქსირებული.

რაც შეეხება სანქციებს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტშია აცხადებენ,რომ დარღვევის დაფიქსირების და პირის იდენტიფიცირების შემთხვევაში,სანქცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით არის გათვალისწინებული, რაც 500 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.