მოქალაქეების უპრეცენდენტო რაოდენობა იუსტიციის სახლში – ტაქსის მძღოლები ნებართვის ასაღებად რეგისტრაციას გადიან და დიდ რიგში უწევთ დგომა. ამის გამო კი იუსტიციის სახლში სრული ქაოსია, რეესტრი მოქალაქეების მომსახურებას ვერ ახერხებს.
ტაქსის მძღოლები, რომლებსაც შესაბამისი ნებართვა არ ექნებათ, პირველი ოქტომბრიდან 200 ლარით დაჯარიმდებიან.
ტაქსის მძღოლები ლიცენზიის აღებისთვის ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ.
„ჯერ ისედაც ვერაფერს ვშოულობთ და ახლა ეს 100 ლარი მოაქუჩე, მოდი, გადაიხადე, წაბრძანდი სახლში და მე უნდა ვიყო სახლში, პენსია ჩვენ არ გვაქვს, არაფერი ჩვენ არ გვაქვს, რით რა გავაკეთოთ. ცოტა ადრე გამოეცხადებინათ, ის უფრო უკეთესი იქნებოდა, რაღაცას ვიშოვიდით, მაგრამ დღესდღეობით, რომ არ არის, ეგ არის უბედურება,“ – განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
ამ დრომდე ტაქსით მომსახურების ნებართვა 8 ათასზე მეტმა მძღოლმა მიიღო.
ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება თბილისის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო უწევთ. მძღოლებს ლიცენზიის ასაღებად დრო 21 აგვისტოდან ჰქონდათ.
მძღოლმა ერთწლიანი ნებართვის მისაღებად უნდა გადაიხადოს 100 ლარი, ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში 50 ლარი, ხოლო ელექტროძრავიანი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში ნებართვა უფასოა.