ქვემო ქართლის გუბერნატორი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი მარნეულის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. რეხვიაშვილი სოფელ შაუმიანში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობასთან გუბერნატორის რანგში პირველი შეხვედრა გამართა. გუბერნატორმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. სოფლის მცხოვრებლები ბავშვებისთვის გასართობი სივრცის,სტადიონის მოწყობას ითხოვენ. შოთა რეხვიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დღეს მარნეულის კიდევ რამდენიმე სოფელს ეწვევა. დაგეგმილია სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერება და მონიტორინგიც.