ქვემო ქართლის რეგიონში საერთაშორის კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო „ გაიმართა

საერთაშორის კამპანიას „დავასუფთაოთ მსოფლიო „ (Clean Up the World), ქვემო ქართლის რეგიონიც შეუერთდა და რეგიონის შვიდ მუნიციპალიტეტში ერთობლივად მაშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა . აქციაში აქტიურად იყო ჩართული ქვემო ქართლის გუბერნატორი , შოთა რეხვიაშვილი და გუბერნიის თანამშრომლები , აქციის მონაწილეებმა რუსთავში მტკვირს მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაასუფთავეს .
კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო „ ყოველ წლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას 140-მდე ქვეყანა იღებს , კამპნაია 1992 წელს დაფუძნდა გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება.
დასუფთავების აქცია დევიზით „ჩვენი ქვეყანა , ჩვენი პასუხიმსგებლობაა „ მიმდინარეობდა.