მასტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანში. რამდენიმე კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის შემდეგ, თეთრიწყარო მარნეულს უმოკლესი გზით დაუკავშირდება. თეთრიწყაროში დღეს ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში სოფელ მაწევანში, საავტომობილი გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება და 2019 წლის იანვიარში დასრულდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ ქოსალარამდე მისასვლელ თითქმის ექვს კილომეტრიან მონაკვეთსაც. პროექტი ორწლიანია და დასრულების შემდეგ ახალი გზით 570 პირდაპირი ბენეფიციარი ისარგებლებს.
პარალელურ რეჟიმში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგეგა მიმდიანრეობს ქალაქ თეთრიწყაროშიც.
დღესვე ქვემო ქართლის გუბერნატორმა უკვე დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და შესრულების ხარისხით დაინტერესდა. ორ სოფელში, სოფელ გოლთეთსა და ჭივჭავში კომბინირებული სპორტული მოედნების მშენებლობა უკვე დასრულებულია.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, პროექტის მიზანს სპორტის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ითვალისწინებს.
შოთა რეხვიაშვილმა თეთრიწყაროში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
გუბერნატორი რამდენიმე სოფელში იმყოფებოდა