გუშინ გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა რუსთავში წყალმოვარდნები გამოიწვია და რამდნეიმე ქუჩა დაიტბორა. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა რუსთავის შემოსასვლელში , ლეონიძის , მესხიშვილის , თოდრისა და სანაპიროს ქუჩებზე .
გარდა ამისა მელიქიშვილიე ქუჩაზე იაღლუჯის მთიდან ჩამოსულმა ნალექმა საცხოვრებელი სახლების ეზოები და სარდაფები დატორა .
როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ , დატბორვათან და სახურავის დაზიანებასთან დაკავშირებით ცხელ ხაზზე 15 შეტყობინებები შევიდა .
ამ დროისთვის “რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლები ქუჩების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ .