არასრულწლოვანმა ძმამ სავარაუდოდ, სანადირო იარაღიდან შემთხვევით გასროლის შედეგად და მოკლა. გოგონაც არასრულწლოვანი იყო.შემთხვევა ქობულეთის ერთ–ერთ სოფელში მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლiს კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.