ჭანტურია მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

დაცვის მხარემ სასამართლო მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის თაობაზე რვა შუამდგომლობა დააყენა. მათ შორის არის თედორაძის მოწმეთა ნუსხიდან ამოღება,ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოღებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების ბათილად ცნობა და ჭანტურიას სახლის ჩხრექის ოქმის გაუქმება, რა დროსაც სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი იქნა ამოღებული. მოსამართლე ჭანტურიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე სათათბიროდ გავიდა. სხდომა რამდენიმე წუთის შემდეგ განხლდა და მოსამართლემ ჭანტურია პატიმრობაში დატოვა.