13 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით 51 წლის მამინაცვალი დააკავეს

13 წლის მოზარდის გაუპატიურებისთვის 51 წლის მამინაცვალი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, შემთხვევა 27 აგვისტოს მოხდა.

13 წლის მოზარდის გაუპატიურების ფაქტზე შსს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 137 მუხლით აწარმოებს, რაც 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.