22 სექტემბერს , რუსთავქალაქობის კვირეულის დასასრულს ქალაქში მასშტაბური მარათონი მოეწყობა . ორგანიზატორების თქმით , მარათონი სტარტს დილის 10 საათზე რუსთავის ცენტრალური შემოსასვლელიდან აიღებს და ქალაქის ცენტრალური ქუჩების გავლით ფოლადის სტადიონთან დასრულდება , მორბენლები მარათონის ფარგლებში 5 კილომეტრს გაირბენენ.
მარათონში მონაწილეების ონლაინ რეგისტრაცია უკვე დაიწყო და დაინტერესებულ პირებს დარეგისტრირება ფეისბუქ გვერდის საშუალებით შეეძლებათ .
გამარჯვებულები მედლებით,სიგელებით, სოციალური თასებით და სპორტული პრიზით 150 ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდებიან .