23 სექტემბერს, საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში კი, შესაძლებელია სეტყვაც.24 სექტემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე წამში 18 მეტრი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში 26 სექტემბრის ჩათვლით დღისით ჰაერის ტემპერატურა 23–28 გრადუსი, თბილისში კი 26–28 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოში 23 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა 21–26 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 24–26 სექტემბერს – 23–28 გრადუსი.