შაკირას სახლი ქართველმა გაძარცვა (+ფოტო)

ესპანურმა პოლიციამ ბარსელონაში ქართველი კრიმინალი დააკავა
ე.წ. კანონიერმა ქურდმა ბარსელონას ვარსკვლავის სახლი გაძარცვა
ესპანური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბარსელონაში ე.წ. კანონიერი ქურდი გოჩა მაისურაძე, მეტსახელად გოგიტა დააკავეს. გოჩა მაისურაძეს ბრალი ედება კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობაში, რომელმაც ესპანეთში ძვირადღირებული სახლები გაძარცვა, მათ შორის ბარსელონას ფეხბურთელის, ჟერარდ პიკეს და მისი მეუღლის, შაკირას სახლი.

გავრცელებული ინფორმაციით, გოჩა მაისურაძე რამდენიმე კრიმინალურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, რომლებიც სახლებს ძარცვავდნენ, ნაქურდალის გაყიდვიდან მიღებული თანხის 50% კი გოჩა მაისურაძესთან მიჰქონდათ. ურჩ კრიმინალებს მაისურაძე სჯიდა: შურისძიება, ცემა, ადამიანების გატაცება და წამება: ეს ქართველი კრიმინალის დასჯის მეთოდები იყო. ინფორმაციას ესპანური გამოცემა: Estrella Digital ავრცელებს.