ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი,რამაზ ბუდაღაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში იმყოფებოდნენ და სოფლებში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.
ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლების პირები ახალ სამგორში ,მარტყოფში ,ნორიოში ,ახალსოფელში სააკაძესა და ვაზიანში ადგილობრივებს შეხვდნენ, მათი მოთხოვნები მოუსმინეს და პრობლემების მოგვარების გზებზეც ისაუბრეს.
სოფლებში მოსახლეობის მთავარ პრობლემას სასმელი წყალი და საგზაო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს ,გარდა ამისა მარტყოფის მოსახლეობა სოფელში ამბულატორიული ცენტრის მოწყობას ითხოვს.
როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორი განმარტავს, მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები იდენტურია. შოთა რეხვიაშვილის თქმით, პრობლემები, რომელთა მოგვარებაც წელს ვერ მოხერხდება მომავალი წლების ბიუჯეტში გაიწერება.