C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის საჭირო კვლევების ღირებულება მცირდება

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევების ღირებულება კიდევ უფრო მცირდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.დავით სერგეენკოს თქმით, გენოტიპის ანალიზის დაფინანსებას ამირეიდან სახელმწიფო უზრუნველყოფს, რაც კვლევების ჯამურ ღირებულებას 140 ლარით შეამცირებს. პაციენტის მაქსიმალური ხარჯი 160 ლარს არ აღემატება.

გარდა ამისა, მინისტრის განმარტებით, ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ფართოვდება პროგრამით მოსარგებლეთა არეალი. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევები სახელმწიფოს მხრიდან 70%-ით დაფინანსდება.

დავით სერგეენკომ დეცენტრალიზაციის პროცესზეც ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, უკვე დაწყებულია და რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იქნება მინიმუმ ერთი დაწესებულება, რომელიც ბენეფიციარებს სრულ სერვისს შესთავაზებს.სიახლეები განხორციელდა პროგრამის ადმინისტრირების მიმართულებითაც. ბენეფიციარებს პროგრამაში რეგისტრაციისთვის აღარ მოუწევთ სოციალური მომსახურების სააგენტოში მისვლა.

ცვლილების თანახმად, რეგისტრაცია შესაძლებელია პირდაპირ პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე მუშაობის ონლაინ ფორმატზე გადავიდა პაციენტთა დოკუმენტაციის შემსწავლელი კომისია, რაც მინისტრის თქმით, მნიშვნელოვნად შეამცირებს პაციენტების მოლოდინის პერიოდს.

ბენეფიციარები მკურნალობის დაწყებას დარეგისტრირებიდან 7 დღეში შეძლებენ, ნაცვლად ერთი თვისა.

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლიდან ხორციელდება .

2018 წლის ივლისის მონაცემებით პროგრამაში დარეგისტრირებულია 50 000-ზე მეტი პირი, მათგან 48 000-ზე მეტმა დაიწყო მკურნალობა, აქედან 44 000-ზე მეტმა დაასრულა მკურნალობა და განკურნების მაჩვენებელი 98,2% შეადგენს.

2020 წლის შემდეგ C ჰეპატიტის მკურნალობა ფასიანი გახდება.