ახალი დეტალები სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეში

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურიას უფლება დამცველი აცხადებს, რომ საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა. ადვოკატ ლექსო კობაიძის განცხადებით ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ ყოფილი პროკურორის სახლიდან ამოღებულ იარაღებზე და ტანსაცმელზე, მისი დნმ-ის კვალი არ არის.
ამასთანავე ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურა მოწმეებზე ზეწოლას ახდენს.

შეგახსენებთ, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის დირექტორი და პარლამენტის ყოფილი წევრი გენერალი სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს საკუთარ კაბინეტში მოკლეს. ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე, მისი ყოფილი საქმიანი პარტნიორი და ყოფილი პროკურორი გიორგი ჭანტურიაა დაკავებული.