ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად, სოფელ ძეძვნარიანის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს რიტუალების სახლის აშენება სთხოვა . ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით,უახლოეს მომავალში სოფელს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი რიტუალების სახლი ექნება.დავით შერაზადიშვილმა თქმით ,
რიტუალების სახლის პროექტი მუნიციპალიტეტს უკვე შესყიდული აქვს და უხლოეს დღეებში სატენდერო პროცედურები დაიწყება .