ბრიტანეთის კუნძულებს შტორმი „ალი” დაატყდა თავს. დუბლინის ტერიტორიაზე სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე მოქალაქე კი დაშავდა. Reuters-ის ინფორმაციით, ქარის შედეგად დაზიანდა ელექტროხაზები ასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ავარიული სიტუაციები შეიქმნა ავტომაგისტრალებზეც. შტორმის გამო, გაუქმდა ათობით ავიარეისი. რთული მდგომარეობაა ინგლისის და ირლანდიის რამდენიმე რეგიონში.