რუსთავის საქალაქო სასამართლოში, მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის, საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის, ელჩინ გულიევისა და ა.ალახვერდიევის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა დაიწყო. საქმეს მოსამართლე მაისურაძე უძღვება. პროცესს საქმეში ბრალდებული თემურ აბაზოვიც ესწრება.
მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავეს. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.
სისხლის სამართლის საქმე თ. აბაზოვის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით მუხლით და 25, 157.1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, ა. ალახვერდიევის, ა. სულეიმანოვის და ე. გულიევის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1.1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით არის აღძრული.