ირაკლი ტაბაღუამ გმირთა მემორიალი შეამკო

სოხუმის დაცემიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელმა პირებმა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების მემორიალს პატივი მიაგეს და გვირგვინებით შეამკეს . როგორც რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს ეს დღე  , 27 სექტემბერი არ უნდა დაავიწყდეს  არცერთ ქართველს  .

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.ზუსტად 25 წლის წინ, 27 სექტემბერს, სოხუმი ქართველებისგან დაიცალა. სოხუმიდან გამოდევნილმა ქართველებმა დატოვეს ცეცხლში გახვეული მშობლიური ქალაქი.