კვლევის შედეგების თანახმად მოსამართლეთა რაოდენობა 450-მდე უნდა გაიზარდოს

სასამართლოს სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მართლმსაჯულების ხელშეწყობის მიზნით ჩატარებული კვლევის “მოსამართლეთა საჭირო რაოდენობა საქართველოში” პრეზენტაცია გაიმართა.

კვლევის შედეგების მიხედვით, მოსამართლეთა ამჟამინდელი რაოდენობა (310 მოსამართლე) დაბალია არსებული საქმეების გათვალისწინებით.

მოსამართლეთა გადატვირთულობის პრობლემის გადასაჭრელად კვლევის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა რაოდენობა 410-450-მდე უნდა გაიზარდოს.

დონორმა ორგანიზაციებმა, საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა საკითხის შესასწავლად მონაცემთა ანალიზის თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდები გამოიყენეს.

აქტივობა მხარდაჭერილია ევროპის საბჭოს პროექტის “სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში”, ევროკავშირის პროექტისა EU4Justice და USAID -ის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის Prolog მიერ.