75 წლის მამაკაცი ღვინის რეზერვუარში ჩავარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა თელავში, სოფელ ქვემო ხოდაშენში მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 75 წლის მამაკაცი 5-ტონიან რეზერვუარში ჩავარდა, რომელიც ღვინით იყო სავსე.
მამაკაცის ცხედარი რეზერვუარიდან შემთხვევის ადგილზე მაშველების მისვლამდე ამოასვენეს.