გარდაბანში 3.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 15:13 საათზე, თბილისიდან 3 კმ_ში, ნორიოსთან 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი- სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათი ცნობით, მიწისძვრა შეგრძნებადი იყო თბილისის მოსახლეობისთვისაც.