ნიგერიის ოთხ შტატში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-ს აღწევს

ნიგერიის ოთხ შტატში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 199-მდე გაიზარდა. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაშავებულია ათასზე მეტი ადამიანი.

18 სექტემბერს ნიგერიის მთავრობამ ოთხ შტატში წყალდიდობის შედეგად ეროვნული კატასტროფის შესახებ გამოაცხადა.

ქვეყნის მასშტაბით დახმარების გაწევის ხუთი ცენტრი გაიხსნა. მთავრობამ დაზარალებულთათვის სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით 8,2 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.