14 სექტემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში არამდგრადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც tv4-ს გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა–ელჭექით. მათ შორის იწვიმებს რუსთავშიც, ძირითადად საღამოს და ღამის საათებში.
კახეთში მოსალოდნელია სეტყვაც.
11 სექტემბერს, დღისით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 22–27 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 26–31 გრადუსი, თბილისში – 30 გრადუსი.
12–14 სექტემბერს, დღისით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 22–30 გრადუსი იქნება; აღმოსავლეთ საქართველოში კი 26–31 გრადუსი, თბილისში – 31 გრადუსი. 31 გრადუსი იქნება რუსთავშიც.