რას ჰყვებიან თვითმხილველები მამაკაცის გადმოვარდნის შესახებ?

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე შენობიდან გადმოვარდნილი მამაკაცის მეზობლები მომხდარის დეტალებს იხსენებენ. მათი თქმით 30 წლის მამაკაცი მეხუთე სართულიდან მაშინ გადმოვარდა  როდესაც ტელევიზიის  ანძას ე.წ ,,ანტენას” ასწორებდა. ჯერჯერობით უცნობია მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას კლინიკა ,,რუსთავში” ამ წუთებში გამოკვლევები უტარდება.,,TV4”-ის გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე იმყოფება.