რუსთავის თეატრის სეზონი იხსნება, ჟიული შარტავას უკანასკნელი დღეების შესახებ ქალაქის პროფესიული დრამტული თეატრი სპექტაკლს დგამს. 27 სექტემბერს,სოხუმის დაცემის დღეს , გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი ახალ სეზონს პრემიერით გახსნის. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე, ნინო სადღობელაშვილის პიესის ,,დაბადების დღე” მიხედვით დადგმულ სპექტაკლს წარმოადგენს. პიესამ თეატრისა და რუსთავის მერიის ერთობლივ დრამატურგთა კონკურსში გაიმარჯვა და ის ეროვნული გმირის ჟული შარტავას სოხუმში გატარებულ უკანასკნელ დღეებს ასახავს.
პიესა ,დაბადების დღე” საქართველოს უახლესი წარსულის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღის 1993 წლის 27 სექტემბრის ბატალიებს ასახავს.
შეგახსენებთ, ამ დღის გმირებად იქცნენ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა და მისი 50-მდე თანამებრძოლი, რომლებმაც უკანასკნელ წუთამდე არ დატოვეს მთავრობის შენობა და ამით ასობით მშვიდობიან მოქალაქეს სოხუმიდან გაღწევის საშუალება მისცეს.