რუსთავის საქალაქო სასამართლოში, მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის საქმის არსებითი განხილვა გადაიდო

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის საქმის არსებითი განხილვა 9 ოქტომბრისთვის გადაიდო. შეგახსენებთ, მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, პროკურატურამ 13 ივნისს დააკავა, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144. 3-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით 157-ე მუხლის პირველი პრიმის პირველი და მეორე ნაწილით აქვს წაყენებული, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას; პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გადაღება გავრცელების ორგანიზებას გულისხმობს.