„რუსთავქალაქობა 2018″-ის ფარგლებში ანსამბლ „ალილოსა“ და ლაშა ღლონტის კონცერტი გაიმართა

რუსთავში, ქალაქის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ,,რუსთავქალაქობა 2018″-ის ფარგლებში, ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკის ამფითეატრში ანსამბლ ,,ალილოსა“ და ლაშა ღლონტის კონცერტი გაიმართა. კონცერტის დაწყებამდე, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილეებმა ნინო ქავთარაძემ და დავით რეხვიაშვილმა საპატიო მოქალაქეები დააჯილდოეს.

საპატიო რუსთაველის წოდება წელს კომპოზიტორ გია ყანჩელისა და პედაგოგ ლალი წერეთელი-არობელიძის შემდეგ, მეან-გინეკოლოგ ლაურა მირაშვილს, დეკანოზ გიორგი გორგიძეს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კავშირის თავმჯდომარე გოჩა კაპანაძეს მიენიჭათ.

ქალაქის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ,,რუსთავქალაქობის” ღონისძიებები 15 სექტემბერს დაიწყო და 22 სექტემბერს ჯგუფ ,,რეგიონის” კონცერტით დასრულდება. 20 სექტემბერს კი რუსთავის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე ეთნოფესტივალი ჩატარდება.