საქართველოში სურსათი გაძვირდა?!

აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0,5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3,1 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 1,5 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,44 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (16,4 პროცენტი), ასევე რძე, ყველი და კვერცხი (4,8 პროცენტი).

ამასთან, ფასების 16,2 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე.

აგვისტოში ფასები შემცირდა ფეხსაცმელზე (-1,3 პროცენტი) და ტანსაცმელზე (-1,1 პროცენტი). სხვა მიმართულებით ფასები ან არ შეცვლილა, ან უმნიშვნელოდ შეიცვალა.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, 2017 წლის აგვისტოსთან შედარებით ფასები 7.8 პროცენტით გაიზარდა ტრანსპორტის ჯგუფში, 3.2 პროცენტით – სურსათსა და ალკოჰოლურ სასმელებზე, 5.2 პროცენტით ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებაზე, 4.7 პროცენტით კი ალკოჰოლურ სასმელებზე.