სინოპტიკოსები არამდგრად ამინდებს პროგნოზირებენ

12 სექტემბრადმდე არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი

12 სექტემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში არამდგრადი, წვიამიანი ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, დროგამოშვებით წვიმა, ელჭექით ძირითადად მოსალოდნელია საღამოსა და ღამის საათებში, მათ შორის რუსთავსა და თბილისიშიც.

დღისით კი მზიანი ამინდი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია სეტყვაც.
12 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის ტემპერატურა 23–28 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში – 26–31 გრადუსი, თბილისში – 28–30 გრადუსი.